ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით
ჩატარდა 9 197 კვლევა ტესტით, მათ შორის 6 208 კვლევა ანტიგენის
ტესტით და 2 989 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით
ინფიცირების 165 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში
კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 265 722-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 14 თებერვლის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.79%, ბოლო 14 დღის მანძილზე -
3%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.5%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 639 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 258 732-მდე.
სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 11
ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 363
პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 165 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 57 შემთხვევა, აჭარა - 10, იმერეთი - 31, ქვემო
ქართლი - 6, შიდა ქართლი - 6, გურია - 13, სამეგრელო - ზემო სვანეთი -
14, კახეთი - 17, მცხეთა-მთიანეთი - 2, სამცხე-ჯავახეთი - 9,
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 601,
საიდანაც: 1 932 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,
თბილისის საავადმყოფოებში - 869, აჭარაში - 166, იმერეთში - 437. ამ
ეტაპზე მძიმე პაციენტია 425 პირი, მათ შორის, თბილისში - 172, აჭარაში
- 39, იმერეთში - 127. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 101
პირი, მათგან თბილისში - 69, აჭარაში- 5, იმერეთში - 12. 232 ადამიანი
მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 115 - თბილისში, 104 -
აჭარაში, 13 - იმერეთში. 1 437 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის
საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 238 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 119, ხოლო აჭარაში - 45.
სულ 6 ოქტომბრიდან - 14 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 22 830 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 11 724 ადამიანი, მათ შორის
თბილისში - 6 752 პირი, აჭარაში - 597, იმერეთში - 1 287“, -
განაცხადა ბერდია სიჭინავამ.