დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პარლამენტში, კვორუმის არარსებობის
მიუხედავად, ბიუჯეტი დაამტკიცეს. ამის შესახებ ინფორმაციას ოსური
საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ.
სხდომას 18 დეპუტატი ესწრებოდა, თუმცა 34-წევრიან ,,პარლამენტის''
სხდომას მინიმუმ 23 დეპუტატი უნდა დასწრებოდა.
ქვორუმის არარსებობის გამო, მიღებულ გადაწყვეტილებას ე.წ. პარლამენტის
ვიცე-თავმჯდომარე პეტრე გასიევი ასე განმარტავს:
,,პარლამენტის რეგლამენტს არ აქვს იურიდიული ძალა, რადგან თავის
დროზე, ის სათანადოდ არ იქნა დამტკიცებული, არ იყო გამოქვეყნებული
სახელმწიფო მედიაში, კერძოდ, გაზეთ ,,სამხრეთ ოსეთსა და
,,ხურზარინში'' - განაცხადა გასიევმა.
გასიევმა ისიც განმარტა, რომ მათ იმოქმედეს რუსეთის დუმის
კანონმდებლობით, რომლის თანახმად დუმის გადაწყვეტილებები მმისაღებია,
თუ კი გადაწყვეტილებას დამსწრეთა უმრავლესობა მიიღებს.
ცნობისათვის, დე-ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტში, ოპოზიციონერი
დეპუტატები სხდომებს ბოიკოტს უცხადებენ. ისინი, ცხინვალის ციხეში ინალ
ჯაბიევის მკვლელობის გამო, გენერალური პროკურორის გადადგომას
ითხოვენ.
ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებდნენ, რომ ისინი მონაწილეობას არ
ბიუჯეტის დამტკიცებაში მიიღებდნენ მონაწილეობას.