ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 331 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 260 597-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 7 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 406 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 388 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 182 შემთხვევა, აჭარა - 10, იმერეთი - 52,
ქვემო ქართლი - 21, შიდა ქართლი - 29, გურია - 25, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 27, კახეთი - 25, მცხეთა-მთიანეთი - 6, სამცხე-ჯავახეთი -
4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 672,
საიდანაც: 1 813 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,
თბილისის საავადმყოფოებში - 770, აჭარაში - 199, იმერეთში - 419. ამ
ეტაპზე მძიმე პაციენტია 356 პირი, მათ შორის, თბილისში - 134, აჭარაში
- 40, იმერეთში - 109. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 106
პირი, მათგან თბილისში - 66, აჭარაში- 9, იმერეთში - 12. 232 ადამიანი
მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 119 - თბილისში, 96 -
აჭარაში, 16 - იმერეთში. 1 627 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის
საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 253 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 110, ხოლო აჭარაში - 31.
სულ 6 ოქტომბრიდან - 18 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 22 945 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 10 085 ადამიანი, მათ შორის
თბილისში - 5 107 პირი, აჭარაში - 620, იმერეთში - 1 067.