გორში, სუპერმარკეტ ,,კარფურის" შესასვლელი კარი ჩაამტვრიეს. პოლიციამ
გამოძიება დაიწყო.
შემთხვევა კომენდანტის საათის დროს მოხდა. სუპერმარკეტის
წარმომადგენლების განცხადებით, წაღებული არაფერია.
ჩამტვრეულია სავაჭრო ცენტრის კარის შუშა. წინასწარი ინფორმაციით, ქვა
შორი მანძილიდან ესროლეს.