გორის მუნიციპალიტეტის 4 სკოლაში კორონავირუსი დადასტურდა. ამის გამო,
კლასები დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.
გორის რესურსცენტრის ხელმძღვანელის, ნანა ტერმაკოზაშვილის
ინფორმაციით, კორონავირუსი დაუდასტურდა პედაგოგს ქვახვრელის საჯარო
სკოლაში, ხოლო, მოსწავლეებს შორის, თითო-თითო შემთხვევა გორის მე-9,
მე-7, მე-3 სკოლებში.
ზოგადად, ეპიდემიოლოგიური სიტუაცია, გორის სკოლებში, 1-ელი თებერვლის
შემდეგ ასეთია:
10 თებერვალს ზეღდულეთის სკოლაში კორონავირუსი დაუდასტურდა 3 პედაგოგს
და 3 მოსწავლეს. 1-დან 10 თებერვლამდე პერიოდში მუნიციპალიტეტის
მასშტაბით დისტანციურ რეჟიმზე 28 კლასი იყო გადასული.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების გამო, 22 თებერვალმდე,
დისტანციურ რეჟიმზე სწავლობდნენ ფლავის, კარალეთისა და ქვახვრელის
სკოლების კონკრეტული კლასის მოსწავლეები.