დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში კორონავირუსით 60 ადამიანია გარდაცვლილი
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში კორონავირუსით 60 ადამიანია გარდაცვლილი.
ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.
სტატიის მიხედვით, დღეისათვის, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 877
პაციენტი იმყოფება.
ბოლო 24 საათში კი, კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა დადასტურდა,
გამოჯანმრთელდა - 12 ადამიანი.
დე-ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, ალან
გაგლოების ცნობით, პანდემიის პერიოდში, სულ 3026 შემთხვევა
დადასტურდა, საიდანაც გამოჯანმრთელდა 2149 პაციენტი.