,,გორმედში'' კორონავირუსით ინფიცირებული 51 პაციენტი მკურნალობს
"გორმედის" კოვიდკლინიკებში, დღეის მონაცემებით, 51 პაციენტი
მკურნალობს. ამის შესახებ ინფორმაციას კლინიკის საზოგადოებასთან
ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, 51 პაციენტიდან 4 ადამიანის ჯანმრთელობის
მდგომარეობა მძიმეა. კლინიკის ხაშურისა და ქარელის ფილიალში 5
პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
"ამ დროისთვის, "გორმედის" ქსელის კოვიდკლინიკებში 51 პაციენტი რჩება,
მათგან 20 მოთავსებულია "გორმედის" ქსელის გორის კოვიდკლინიკაში, 15 -
ხაშურში, 19 კოვიდინფიცირებული პაციენტი კი - ქარელში", - ნათქვამია
"გორმედის" ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 337 ახალი შემთხვევიდან
21 გამოვლენილია შიდა ქართლში.