სოფელ რუისთან ავტობანზე ქვეითს მანქანა დაეჯახა. შემთხვევის შედეგად
გარდაიცვალა ახალგაზრდა მამაკაცი.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 276 მუხლის მე-6 ნაწილით
მიმდინარეობს.
სტატისტიკის მიხედვით, 2020 წელს შიდა ქართლში ავტოსაგზაო
შემთხვევების 1538 ფაქტი დაფიქსირდა, აქედან 305 ფაქტზე გამოძიება
სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, დაიწყო. ხოლო 1233 შემთხვევაზე
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინეს.
შს სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, დაიღუპა 54 ადამიანი, ხოლო
დაშავდა - 449 ადამიანი .