დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტის ცნობით, 1992 წელს
დაბადებულ მამაკაცს, რომელიც გამყოფ ხაზთან დააკავეს, ხელზე ჭრილობა
დანით ჰქონდა მიყენებული.
ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ,,რესი" ავრცელებს.
,,კგბ"-ს ცნობით, მამაკაცმა ე.წ. საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა,
კერძოდ, მისი დაკავება 26 თებერვალს ახალგორის რაიონის სოფელ
ორჭოსანში მოხდა.
სააგენტო ,,რესის" მიხედვით, მამაკაცი დე-ფაქტო რესპუბლიკიდან უკვე
,,გააძევეს'' ყოველგვარი ჯარიმის გარეშე.
ინციდენტის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს
ინფორმაცია არ გაუვრცელებია.