დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა,
გამოჯანმრთელდა - კიდევ 4; ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო
,,რესი'' ავრცელებს.
დე-ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, ანა
გაგლოევას თქმით, ბოლო 24 საათში ტესტი 68 ადამიანს ჩაუტარდა.
,,ჯამში, კორონავირუსის შემთხვევების საერთო რაოდენობა 3050-მდე
გაიზარდა, გამოჯანმრთელებულია 2164 პაციენტი. 886 პაციენტი ექიმების
მეთვალყურეობის ქვეშ რჩება", - თქვა გაგლოევამ.
ანა გაგლოევას განმარტებით, დღეში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 5
ადამიანია. ხოლო პანდემიის დასაწყისიდან დღემდე ჩატარდა 18410
ტესტი.