დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა დადასტურდა
სამხრეთ ოსეთში კორონავირუსული ინფექციის ახალი შემთხვევების
რაოდენობა 10 – ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო
,,რესი" ავრცელებს. ბოლო 24 საათში 88 ტესტი ჩატარდა.
ჯამში, დე-ფაქტო რესპუბლიკაში კორონავირუსი 3060 ადამიანს
დაუდასტურდა, საიდანაც 2577 გამოჯანმრთელდა. ამჟამად, 483 პაციენტი
მკურნალობს.
პანდემიის განმავლობაში 18 566 ტესტი ჩატარდა. ექიმები მოუწოდებენ
ხალხს, ატარონ ნიღბები და დაიცვან სოციალური დისტანცია.