ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 276 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 266 081-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 12 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 553 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 133 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 78 შემთხვევა, აჭარა - 3, იმერეთი - 20, ქვემო
ქართლი - 1, შიდა ქართლი - 8, გურია - 3, სამეგრელო - ზემო სვანეთი -
14, კახეთი - 2, მცხეთა-მთიანეთი - 1, სამცხე-ჯავახეთი - 1,
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 212,
საიდანაც: 1 426 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,
თბილისის საავადმყოფოებში - 709, აჭარაში - 160, იმერეთში - 241. ამ
ეტაპზე მძიმე პაციენტია 249 პირი, მათ შორის, თბილისში - 106, აჭარაში
- 23, იმერეთში - 64. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 87 პირი,
მათგან თბილისში - 61, აჭარაში- 2, იმერეთში - 10. 150 ადამიანი
მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 101 - თბილისში, 33 -
აჭარაში, 9 - იმერეთში. 636 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის
საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 316 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 188, ხოლო აჭარაში - 24.
სულ 6 ოქტომბრიდან - 3 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 444 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 5 997 ადამიანი, მათ შორის
თბილისში - 2 689 პირი, აჭარაში - 425, იმერეთში - 694.