გოგონა, რომელმაც ერთი წლის წინ, 2020 წელს იმშობიარა, დღეს უკვე 13
წლისაა. სოციალურ სააგენტოს ფაქტის შესახებ თბილისის ერთ-ერთ
სამშობიაროს ადმინისტრაციამ აცნობა.
ჩვილთან ერთად, მოზარდი საცხოვრებლად თავშესაფარში გადაიყვანეს, ხოლო
50-წლამდე ასაკის მამაკაცი, შსს-ს ცნობით, დაკავებულია. მომხდარზე
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც
თექვსმეტი წლის ასაკის მიუღწეველ პირთან სექსუალური ხასიათის შეღწევას
გულისხმობს.
გოგონას მშობლები დევნილები არიან და 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ
გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში დაასახლეს, სადაც 10 წელი
გაატარეს.
10 წლის შემდეგ, მოზარდის დედამ, მცირეწლოვანი შვილები, სკოლიდან
წაიყვანა და საცხოვრებლად თბილისში გადაიყვანა - გვითხრეს
სოფელში.
,,თუმცა, ეს ბინა კვლავ მათია და დედა ხშირად ჩამოდის ხოლმე.
დაკავებული მამაკაცი სადაურია, არ ვიცით," - ამბობენ
სოფელში.
ფაქტი გორის სოციალური სააგენტოსთვის უცნობია, თუმცა, როგორც
განმარტავენ, გამოძიების დაწყება თბილისის სოციალური სააგენტოს
წარმომადგენლებმა მოითხოვეს.