გორში, სტალინის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინიდან
ცეცხლსასროლი იარაღი მოიპარეს.
პროკურორ ია მეფარიშვილის მოთხოვნით, ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა
დღეს შეუფარდეს. გორის მოსამართლემ, გერმანე დადეშქელიანმა
პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა.
მამაკაცი გორის პოლიციამ გუშინ, 2 მარტს დააკავა.
აღკვეთის შეფარდების შესახებ პროცესი დისტანციურ რეჟიმში წარიმართა,
ბრალდებულს კი თბილისელი ადვოკატები იცავენ.
დეტალებზე პროკურორმა საუბარი არ ისურვა, მისი თქმით, მიმდინარეობს
გამოძიება.