დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის 21 ახალი შემთხვევა დადასტურდა - 4 მარტი
რამდენიმე დღეა, დეფაქტო სამხრეთ ოსეთში, კორონავირუსის ახალი
შემთხვევები მატულობს. ბოლო 24 საათში, კოვიდ-19-ის 21 ახალი
შემთხვევა დადასტურდა.
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, ანა
გაგლოევას განცხადებით, გამოჯანმრთელდა 14 პაციენტი.
ჯამში, დე-ფაქტო რესპუბლიკაში კორონავირუსი 3081 ადამიანს
დაუდასტურდა, საიდანაც 2591 გამოჯანმრთელებულია. ამჟამად, 490
პაციენტი მკურნალობს.
პანდემიის განმავლობაში 18 661 ტესტი ჩატარდა. ექიმები მოუწოდებენ
ხალხს, ატარონ ნიღბები და დაიცვან სოციალური დისტანცია.