ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 172 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 266 253-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 563 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 390 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 192 შემთხვევა, აჭარა - 18, იმერეთი - 71,
ქვემო ქართლი - 15, შიდა ქართლი - 33, გურია - 25, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 12, კახეთი - 16, მცხეთა-მთიანეთი - 6, სამცხე-ჯავახეთი -
0, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 420,
საიდანაც: 1 379 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,
თბილისის საავადმყოფოებში - 673, აჭარაში - 160, იმერეთში - 230. ამ
ეტაპზე მძიმე პაციენტია 264 პირი, მათ შორის, თბილისში - 104, აჭარაში
- 28, იმერეთში - 71. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 81 პირი,
მათგან თბილისში - 54, აჭარაში- 2, იმერეთში - 10. 154 ადამიანი
მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 103 - თბილისში, 35 -
აჭარაში, 9 - იმერეთში. 887 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის
საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 300 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 162, ხოლო აჭარაში - 19.
სულ 6 ოქტომბრიდან - 4 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 483 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 5 781 ადამიანი, მათ შორის
თბილისში - 2 546 პირი, აჭარაში - 449, იმერეთში - 691.