დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დადასტურდა - 5 მარტი
ბოლო 24 საათში დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში, COVID-19 შემთხვევების
რაოდენობა, 15-ით გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 9 პაციენტი.
ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს. მთავარი
სანიტრის ანა გაგლოევას განცხადებით, 15 დადასტურებული შემთხვევა
ჩატარებული 84 კვლევიდან გამოვლინდა.
ჯამში, პანდემიის პერიოდში, კორონავირუსი 3 096 მოქალაქეს
დაუდასტურდა, გამოჯანმრთელებულია 2600 პაციენტი. აღებულ იქნა 18 752
ტესტი.
ამჟამად, სამედიცინო დაწესებულებაში 496 პაციენტი მკურნალობს.