ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სავარაუდოდ კომენდანტის საათის
დაწყებამდე.
გორი-უფლისციხის გზაზე მკვეთრ მოსახვევში მანქანებმა მანევრირების
წესი დაარღვიეს და ერთმანეთს შეეჯახნენ.
ავარიის შედეგად, ერთ-ერთი მანქანა ბაღში გადავარდა, დაზიანდა გორის
მერიის კუთვნილი ქონებაც - სოფლის აღმნიშვნელი აბრა.
ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილეებმა მანქანის ამოყვანა და შემდეგ
მიმალვა შეძლეს.
შს სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევის
შესახებ, პოლიციაში შეტყობინება არ შესულა.