ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 91 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 266 344-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 4 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 567 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 355 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 176 შემთხვევა, აჭარა - 17, იმერეთი - 48,
ქვემო ქართლი - 8, შიდა ქართლი - 30, გურია - 14, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 23, კახეთი - 19, მცხეთა-მთიანეთი - 6, სამცხე-ჯავახეთი -
4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 10.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 680,
საიდანაც: 1 387 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,
თბილისის საავადმყოფოებში - 688, აჭარაში - 158, იმერეთში - 233. ამ
ეტაპზე მძიმე პაციენტია 267 პირი, მათ შორის, თბილისში - 107, აჭარაში
- 29, იმერეთში - 71. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 79 პირი,
მათგან თბილისში - 54, აჭარაში- 2, იმერეთში - 9. 142 ადამიანი
მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 102 - თბილისში, 24 -
აჭარაში, 9 - იმერეთში. 1 151 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის
საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 312 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 153, ხოლო აჭარაში - 19.
სულ 6 ოქტომბრიდან - 5 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 510 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 6 174 ადამიანი, მათ შორის
თბილისში - 2 789 პირი, აჭარაში - 560, იმერეთში - 691.