გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021
წლის 01 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო
მოპოვებისა და ტრანსპორტირების 273 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 11
ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 98
ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო
ტერიტორიაზე. სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა 42 ფაქტი, იმერეთში
- 34, აჭარაში - 29, სამცხე-ჯავახეთში - 23, ქვემო-ქართლში - 21, შიდა
ქართლში - 12, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 5, მცხეთა-მთიანეთშიც -
5, გურიაში კი 3 სამართალდარღვევა გამოვლინდა.
2021 წლის თებერვალში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 1 ფაქტი
დედაქალაქშიც გამოავლინეს.
ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 684 მ3-მდე ხე-ტყე.
ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის
დარღვევის 43 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 6 ერთეული დაურეგისტრირებელი
სახერხი.
მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია
გადაგზავნილი.