ასეთი იწყება საზაფხულო დარბაზი, რომელიც ძველი რესტორნის ადგილზე
მოეწყობა. გორში, რესტორანი ,,ვენეცია'' ახალი დიზაინით აშენდება.
სამუშაობი უკვე დაწყებულია.
,,ვენეცია'' არის ერთ-ერთი პირველი კომერციული კვების ობიექტი,
რომელიც რეგიონში აშენდა. ,,ვენეცია'' 1997 წელს დაფუძნდა.
თავდაპირველად, ქონების მთლიანი ღირებულება 8 000 (რვა ათას) ლარს
შეადგენდა და სულ 6 მეწილე ჰყავდა. თითოეულ მეწილეს 16,66%-ი
ეკუთვნოდა. ესენი იყვნენ:
- ზურაბ წკრიალაშვილი
- აკაკი საგანელიძე
- ჯემალ გორგიშელი(შემდეგ მისი შვილი არჩილ გორგიშელი)
- გიორგი ხაჩიური (ამჟამინდელი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის
შვილი)
- ზაზა მურანაშვილი
- იოსებ მაისურაძე.
მათ კომპანია გაყიდეს 2012 წლის 12 იანვარს. 2013 წელს რუსეთში
მომუშავე ბიზნესმენი იური ჩოჩიშვილი 100%-იანი წილის მფლობელი გახდა.
2014 წელს კი რესტორანი დაიწვა.