ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 129 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 267 015-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 601 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 139 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 72 შემთხვევა, აჭარა - 3, იმერეთი - 24, ქვემო
ქართლი - 9, შიდა ქართლი - 10, გურია - 7, სამეგრელო - ზემო სვანეთი -
9, კახეთი - 3, მცხეთა-მთიანეთი - 0, სამცხე-ჯავახეთი - 2,
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 495,
საიდანაც: 1 383 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,
თბილისის საავადმყოფოებში - 697, აჭარაში - 152, იმერეთში - 266. ამ
ეტაპზე მძიმე პაციენტია 278 პირი, მათ შორის, თბილისში - 115, აჭარაში
- 27, იმერეთში - 80. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 77 პირი,
მათგან თბილისში - 47, აჭარაში- 4, იმერეთში - 10. 114 ადამიანი
მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 91 - თბილისში, 12 -
აჭარაში, 4 - იმერეთში. 998 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს
საცხოვრებელ ბინაზე გადის.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 252 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 145, ხოლო აჭარაში - 17.
სულ 6 ოქტომბრიდან - 8 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 568 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 5 438 ადამიანი, მათ შორის
თბილისში - 2 417 პირი, აჭარაში - 453, იმერეთში - 679.