გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ნიქოზში საბრძოლო მასალა გაანეიტრალეს.
სოფლის მოსახლეობა აფეთქების ხმას ამ ფაქტს უკავშირებს.
საბრძოლო მასალის პოვნის ფაქტს სახელმწიფო უსაფრთხოების (სუსი)
პრეს-სამსახურში ადასტურებენ. პრეს-სამსახურის ცნობით, საქმეში
გამნაღმველები ჩართეს.
ნაღმი ერთ-ერთ ნაკვეთში იპოვეს, შემდეგ კი, სოფლის მოშორებით
გააუვნებელყვეს.