ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 96 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 267 111-მდე.
კორონავირუსით გარდაცვალების 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 613 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 513 ახალი
შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 264 შემთხვევა, აჭარა - 30,
იმერეთი - 88, ქვემო ქართლი - 15, შიდა ქართლი - 44, გურია - 15,
სამეგრელო - ზემო სვანეთი - 26, კახეთი - 16, მცხეთა-მთიანეთი - 7,
სამცხე-ჯავახეთი - 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 900,
საიდანაც: 1 342 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,
თბილისის საავადმყოფოებში - 663, აჭარაში - 145, იმერეთში - 257. ამ
ეტაპზე მძიმე პაციენტია 266 პირი, მათ შორის, თბილისში - 111, აჭარაში
- 23, იმერეთში - 78. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 72 პირი,
მათგან თბილისში - 44, აჭარაში- 3, იმერეთში - 9. 111 ადამიანი
მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 92 - თბილისში, 12 -
აჭარაში. 1 447 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ
ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 243 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 148, ხოლო აჭარაში - 17.
სულ 6 ოქტომბრიდან - 9 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 581 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 5 262 ადამიანი, მათ შორის
თბილისში - 2 384 პირი, აჭარაში - 470, იმერეთში - 679.