გორის პოლიციამ 18-წლის ბიჭი დააკავა, რომელსაც 56-წლის მამაკაცის დაჭრაში ედება ბრალი
გორის პოლიციამ 18 წლის ბიჭი დააკავა, რომელსაც ტაქსის მძღოლის
დაჭრაში ედება ბრალი. შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ
სოფელში მოხდა.
გამოძიების ვერსიით, 2003 წელს დაბადებულა, ბრალდებულმა ნ.დ-მ,
ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1965 წელს დაბადებულ გ.თ.-ს ცივი
იარაღით ყელის არეში ჭრილობა მიაყენა. სამართალდამცველებმა ნ.დ.
მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.
ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის
პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად
მძიმე დაზიანებას გულისხმობს.