ბოლო 24 საათში, ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 310 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 267 421-მდე.
ბოლო 24 საათში, კორონავირუსით გარდაცვალების 9 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 622 პირი
ემსხვერპლა.
დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 395 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 194 შემთხვევა, აჭარა - 21, იმერეთი - 73,
ქვემო ქართლი - 10, შიდა ქართლი - 28, გურია - 20, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 17, კახეთი - 27, მცხეთა-მთიანეთი - 4, სამცხე-ჯავახეთი -
0, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.
ამ ეტაპზე, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 976,
საიდანაც: 1 324 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,
თბილისის საავადმყოფოებში - 676, აჭარაში - 148, იმერეთში - 245. ამ
ეტაპზე, მძიმე პაციენტია 275 პირი, მათ შორის, თბილისში - 121,
აჭარაში - 24, იმერეთში - 78. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება
74 პირი, მათგან თბილისში - 48, აჭარაში- 3, იმერეთში - 9. 133
ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 101 -
თბილისში, 25 - აჭარაში. 1 519 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის
საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 252 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 147, ხოლო აჭარაში - 17.
სულ 6 ოქტომბრიდან - 10 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 589 პირი.
ამ ეტაპისთვის, თვითიზოლაციაში იმყოფება 5 493 ადამიანი, მათ შორის
თბილისში - 2 554 პირი, აჭარაში - 509, იმერეთში - 643.