გორში დააკავეს 1988 წელს დაბადებული გ.ს, რომელსაც ბრალად ედება
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო
შეძენა-შენახვა-ტარება და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით
ხულიგნობის ჩადენა.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა გორში,პეტრიაშვილის ქუჩაზე,
ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე უმისამართო გასროლა
განახორციელა.
გ.ს.-მ დაკავებისას წინააღმდეგობა გაუწია საპატრულო პოლიციის
თანამშრომლებს.
სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცების
სახით ამოიღეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და 26 საბრძოლო
ვაზნა.
შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიიდან კი ამოღებულია ავტომატური
ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი 6 მასრა.
პოლიციამ, გ.ს.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ასევე,
ნივთმტკიცების სახით ამოიღო გადაჭრილი სანადირო თოფი - ე.წ. აბრეზი და
საბრძოლო ვაზნები.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე
მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, ასევე, 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით,
რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის
მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებასა და ცეცხლსასროლი იარაღით
ჩადენილ ხულიგნობას.