დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მედიის ცნობით, მიწისქვეშა ბიძგებს ნგრევა არ გამოუწვევია
"დღეს, თბილისის დროით 14:55 საათზე, ონთან, იმავე ეპიცენტრულ ზონაში,
(13:46 სააათის ონის მიწისძვრის ეპიცენტრი) მოხდა 3.7 მაგნიტუდის
სიდიდის მიწისძვრა",- აღნიშნულია დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა
ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მიერ
გავრცელებულ ინფორმაციაში.
მანამდე, თბილისის დროით 13:46 საათზე, ონთან 4.3 მაგნიტუდის სიდიდის
მიწისძვრა მოხდა.
მიწისძვრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ოსური მედიაც. დე-ფაქტო
სამხრეთ ოსეთის მედიის ცნობით, ეპიცენტრი ჯავის რაიონთან ახლოს იყო,
კერძოდ, კვაიასთან. ნგრევის შესახებ ინფორმაცია არც დე-ფაქტო
რესპუბლიკაშიც ვრცელდება.