ახალი ამბები
კასპის სასაფლაოზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს
კასპის სასაფლაოზე 33-წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

სხეულზე ჭრილობები აღინიშნება, რომელიც, წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი გახდა.

კასპის შსს სამმართველოში გამოძიება მკვლელობის მუხლით დაიწყო. გარდაცვლილი იდენტიფიცირებულია. ის თვენახევრის წინ პატიმრობიდან გათავისუფლდა.
Print