,,გორმედსა'' და სამხედრო ჰოსპიტალში მედპერსონალის ვაქცინაცია
დაიწყო. ქეთევან ლაფაჩი აღმოჩნდა პირველი პერსონალი, რომელმაც
კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა გორში ჩაიატარა.
ის გორის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ექიმია.
დაახლოებით 20-მდე ექიმმა რეგისტრაცია ჯერ კიდევ 14 მარტს გაიარა.
კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრები ჩაიტარეს საზოგადოებრივი
ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებმაც. პირველ ეტაპზე აიცრება ის
პერსონალი, რომელთაც ჩOVID-ინფიცირების სტატუსი ბოლო 120 დღის
მანძილზე არ აქვთ.