ხაშურში ვაქცინაციის პროცესი 17 მარტს დაიწყება. საზოგადოებრივი
ჯანდაცვის ცენტრის ცნობით, რეგისტრაციის პროცესი მიმდინარეობს.
covid-19 საწინააღმდეგო ასტრა-ზენეკას ვაქცინის 500 დოზა ხაშურში
გუშინ ჩაიტანეს.
,,პირველ ეტაპზე მოხდება მედიცინის მუშაკების ვაქცინაცია. ყველა
მედიცინის მუშაკს მოგმართავთ დარეგისტრირდეთ და დაჯავშნოთ ვაქცინაციის
დრო. ვაცინაცია განხორციელდება შპს,, ახალი კლინიკის" ბაზაზე.'' -
აღნიშნავენ ხაშურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.
ვაქცინაცია დაიწყება 17 მარტს ოთხშაბათს 10 სთ-დან.