საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის განცხადება ქვეყანაში დენის გათიშვასთან დაკავშირებით
საქართველოსა და თურქეთის ენერგოსისტემების დამაკავშირებელი 400
კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის "მესხეთი" გამორთვის გამო, შეწყდა
თურქეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი და ენერგომომარაგება შეეზღუდა
ქვეყნის უმეტეს ნაწილს.
ამის შესახებ განცხადებას საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის
ადმინისტრაცია ავრცელებს:
,,ამ ეტაპზე ხორციელდება მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის აღდგენა.
"საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" ბოდიშს უხდის მომხმარებელს
შეფერხების გამო.'' - ვკითხულობთ განცხადებაში.