დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 369 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 190 შემთხვევა, აჭარა - 19, იმერეთი - 67,
ქვემო ქართლი - 21, შიდა ქართლი - 26, გურია - 9, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 14, კახეთი - 15, მცხეთა-მთიანეთი - 3, სამცხე-ჯავახეთი -
1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 352,
საიდანაც: 1 412 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,
თბილისის საავადმყოფოებში - 727, აჭარაში - 155, იმერეთში - 246. ამ
ეტაპზე მძიმე პაციენტია 266 პირი, მათ შორის, თბილისში - 123, აჭარაში
- 20, იმერეთში - 70. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 82 პირი,
მათგან თბილისში - 51, აჭარაში- 4, იმერეთში - 12. 154 ადამიანი
მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 121 - თბილისში, 26 -
აჭარაში. 1 786 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ
ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 213 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 83, ხოლო აჭარაში - 27.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან
გამოჯანმრთელდა 378 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა
გაიზარდა - 269 384-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით
გარდაცვალების 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან
დღემდე ვირუსს ჯამში 3 674 პირი ემსხვერპლა.
სულ 6 ოქტომბრიდან - 17 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 689 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 5 722 ადამიანი, მათ შორის
თბილისში - 2 894 პირი, აჭარაში - 404, იმერეთში - 763.