დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 360 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 164 შემთხვევა, აჭარა - 20, იმერეთი - 71,
ქვემო ქართლი - 29, შიდა ქართლი - 22, გურია - 10, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 13, კახეთი - 23, მცხეთა-მთიანეთი - 4, სამცხე-ჯავახეთი -
1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 461,
საიდანაც: 1 434 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,
თბილისის საავადმყოფოებში - 738, აჭარაში - 145, იმერეთში - 264. ამ
ეტაპზე მძიმე პაციენტია 271 პირი, მათ შორის, თბილისში - 125, აჭარაში
- 19, იმერეთში - 73. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 81 პირი,
მათგან თბილისში - 50, აჭარაში- 4, იმერეთში - 11. 154 ადამიანი
მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 121 - თბილისში, 26 -
აჭარაში. 1 873 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ
ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 235 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 81, ხოლო აჭარაში - 27.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან
გამოჯანმრთელდა 242 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა
გაიზარდა - 269 626-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით
გარდაცვალების 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან
დღემდე ვირუსს ჯამში 3 683 პირი ემსხვერპლა.
სულ 6 ოქტომბრიდან - 18 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 705 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 5 574 ადამიანი, მათ შორის
თბილისში - 2 845 პირი, აჭარაში - 263, იმერეთში - 739.