დათა ვანიშვილს 22 მარტს დაკრძალავენ. სამოქალაქო სექტორის
წარმომადგენლები და პოლიტიკოსები გამყოფ ხაზთან მისვლას გეგმავენ,
სადაც უკანასკნელ გზაზე გააცილებენ გარდაცვლილს.
ლეიბორისული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი უკვე ხურვალეთში
იმყოფება. მისი თქმით, მოვა დრო, როდესაც მავთულხლართები აღარ იქნება,
ხოლო დარჩენილი მეტალისგან დათა ვანიშვილის ძეგლს ჩამოასხამენ.
,,ეს დათა პაპას მიწაა, ეს უნდა იცოდეს მთელმა მსოფლიომ. ვერ
მიგვისამძიმრებია მამულიშვილისთვის. მინდა მივმართო რუსეთს თავის
ენაზე - დაიხიეთ უკან. თქვენი მიწები ეძებეთ შორს, ვლადივასტოკისკენ.
ეს არის გორგასლის, დავით აღმაშენებლის, 300 არაგველის და დათა პაპას
მიწა'' - განაცხადა შალვა ნათელაშვილი.
88-წლის დათა ვანიშვილი რამდენიმე დღის წინ საკუთარ სახლში
გარდაიცვალა. მისი ბინა საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩა მას შემდეგ,
როდესაც რუსეთის სამხედროებმა მავთულხლართები გააბეს. დათა ვანიშვილმა
და მისმა მეუღლემ, საცხოვრებელი სახლი არ მიატოვეს. 12 წლის მანძილზე
ისინი რთულ ვითარებაში ცხოვრობდნენ.
როგორც დათა ვანიშვილის მეუღლე, ვალია ვანიშვილი ამბობს,
გარდაცვალებამდე მისმა მეუღლემ ანდერძი დაუტოვა, რომ არ მიეტოვებინა
სახლი.