შიდა ქართლში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დადასტურდა - 21 მარტი
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 262 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 152 შემთხვევა, აჭარა - 11, იმერეთი - 43,
ქვემო ქართლი - 13, შიდა ქართლი - 15, გურია - 1, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 8, კახეთი - 14, მცხეთა-მთიანეთი - 4, სამცხე-ჯავახეთი - 1,
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 781,
საიდანაც: 1 435 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,
თბილისის საავადმყოფოებში - 709, აჭარაში - 149, იმერეთში - 284. ამ
ეტაპზე მძიმე პაციენტია 287 პირი, მათ შორის, თბილისში - 127, აჭარაში
- 25, იმერეთში - 77. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 87 პირი,
მათგან თბილისში - 55, აჭარაში- 5, იმერეთში - 11. 76 ადამიანი
მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 134 - თბილისში, 35 -
აჭარაში. 2 170 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ
ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 220 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 86, ხოლო აჭარაში - 21. სულ 6 ოქტომბრიდან - 20 მარტის
პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია
- 23 737 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 6 677
ადამიანი, მათ შორის თბილისში - 3 327 პირი, აჭარაში - 561, იმერეთში
- 935.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით
გარდაცვალების 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან
დღემდე ვირუსს ჯამში 3 700 პირი ემსხვერპლა.