ავტობანზე მანქანა ცხენებს დაეჯახა. ამის შესახებ ინფორმაციას
ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ბადრი ბასიშვილი ავრცელებს.
მისი თქმით, ერთი საათის განმავლობაში, წეროვანის სიახლოვეს მომხდარ
ინციდიენტზე რეაგირება არ მომხდარა.
,,წეროვანთან ავტობანზე მანქანა დაეჯახა ცხენებს 1 საათია, ერთი
ცხენის გადარჩენა შესაძლებელია და ამ დრომდე არ მოსულა შესაბამისი
სამსახური",- წერს ბადრი ბასიშვილი.
იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა ცხენების მეპატრონეთა ვინაობა, ისინი
ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე,
დაჯარიმდებიან.