დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 528 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 265 შემთხვევა, აჭარა - 42, იმერეთი - 84,
ქვემო ქართლი - 31, შიდა ქართლი - 20, გურია - 19, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 26, კახეთი - 17, მცხეთა-მთიანეთი - 13, სამცხე-ჯავახეთი -
2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 9.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 770,
საიდანაც: 1 467 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,
თბილისის საავადმყოფოებში - 728, აჭარაში - 155, იმერეთში - 276. ამ
ეტაპზე მძიმე პაციენტია 299 პირი, მათ შორის, თბილისში - 139, აჭარაში
- 24, იმერეთში - 70. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 80 პირი,
მათგან თბილისში - 51, აჭარაში - 3, იმერეთში - 12. 179 ადამიანი
მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 135 - თბილისში, 35 -
აჭარაში. 2 124 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ
ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 203 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 88, ხოლო აჭარაში - 15.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 299 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 270 668-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 4 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 714 პირი
ემსხვერპლა.
სულ 6 ოქტომბრიდან - 22 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 794 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 6 660 ადამიანი, მათ შორის
თბილისში - 3 211 პირი, აჭარაში - 636, იმერეთში - 935.