საქართველოს 2021 წლის ჩემპიონატზე, 23 წლამდე თავისუფალი სტილის
მოჭიდავეებმა, გორში, 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი ჩაიტანეს.
მოჭიდავეები შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის
წარმომადგენლები არიან.
ვერცხლის პრიზიორები გახდნენ გიორგი გეგელაშვილი (57 კგ) და თემურ
ბერუაშვილი (74 კგ), ხოლო ბრინჯაოს მედალი მოიპოვა – ლუკა
ჯანეზაშვილმა (65 კგ)
მწვრთნელები: ირბეგ ჯიოშვილი, მერაბ მუზიაშვილი, დავით პოღოსიანი,
ოთარ ტლაშაძე