გადაუღებელი წვიმის შედეგად მოსულმა უხვმა ნალექმა ხაშურსა და სურამში
პრობლემები შექმნა. დაიტბორა სახლების ეზოები და ასევე, სანიაღვრე
არხებში წყლის დონის აწევამ გამოიწვია რამდენიმე ქუჩის დატბორვა.
ინფორმაციას ხაშურის მუნიციპალიტეტის პრეს-სამსახური ავრცელებს.
პრეს-სამსახურის ცნობით, ეზოებიდან წყალი უკვე ამოტუმბეს.
ოფიციალური ინფორმაციით, გაწმენდით სამუშაოებში გაერთიანებული
წყალმომარაგების კომპანიის, სამაშველო სამსახურისა და ა(ა)იპ
"ხაშურსევისის" წარმომადგენლები იყვნენ ჩართულნი.