დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 399 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 230 შემთხვევა, აჭარა - 22, იმერეთი - 48,
ქვემო ქართლი - 23, შიდა ქართლი - 17, გურია - 9, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 20, კახეთი - 14, მცხეთა-მთიანეთი - 4, სამცხე-ჯავახეთი -
3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 9.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 991,
საიდანაც: 1 515 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,
თბილისის საავადმყოფოებში - 770, აჭარაში - 168, იმერეთში - 276. ამ
ეტაპზე მძიმე პაციენტია 302 პირი, მათ შორის, თბილისში - 137, აჭარაში
- 27, იმერეთში - 68. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 86 პირი,
მათგან თბილისში - 60, აჭარაში - 3, იმერეთში - 7. 195 ადამიანი
მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 149 - თბილისში, 36 -
აჭარაში. 2 281 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ
ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 262 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 156, ხოლო აჭარაში - 91.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 356 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 271 278-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 732 პირი
ემსხვერპლა.
სულ 6 ოქტომბრიდან - 24 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 829 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 6 784 ადამიანი, მათ შორის
თბილისში - 3 229 პირი, აჭარაში - 736, იმერეთში - 891.