გორის მე-11 საბავშვო ბაღში კორონავირუსი მზარეულს დაუდასტურდა. ამის
გამო, ბაღი დაიკეტა.
გორის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ პერსონალს და
აღსაზრდელებს 12 დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში ყოფნა ურჩიეს.
ბაგა-ბაღმა მუშაობა დღეიდან შეაჩერა.
26 მარტის მდგომარეობით შიდა ქართლში კორონავირუსის 22 ახალი
შემთხვევა დადასტურდა. ქვეყანაში კი 419 ახალი შემთხვევა.