დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 171 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 84 შემთხვევა, აჭარა - 21, იმერეთი - 22, ქვემო
ქართლი - 15, შიდა ქართლი - 5, გურია - 4, სამეგრელო - ზემო სვანეთი -
9, კახეთი - 6, მცხეთა-მთიანეთი - 4, სამცხე-ჯავახეთი - 0,
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 080,
საიდანაც: 1 653 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,
თბილისის საავადმყოფოებში - 797, აჭარაში - 201, იმერეთში - 301. ამ
ეტაპზე მძიმე პაციენტია 327 პირი, მათ შორის, თბილისში - 149, აჭარაში
- 32, იმერეთში -73. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 72 პირი,
მათგან თბილისში - 50, აჭარაში - 2, იმერეთში - 6. 200 ადამიანი
მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 161 - თბილისში, 30 -
აჭარაში. 2 227 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ
ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 276 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 156, ხოლო აჭარაში - 13.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 382 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 272 601-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 14 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 765 პირი
ემსხვერპლა.
სულ 6 ოქტომბრიდან - 28 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 865 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 7 539 ადამიანი, მათ შორის
თბილისში - 3 354 პირი, აჭარაში - 873, იმერეთში - 1020.