დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 673 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 330 შემთხვევა, აჭარა - 56, იმერეთი - 67,
ქვემო ქართლი - 19, შიდა ქართლი - 57, გურია - 22, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 71, კახეთი - 14, მცხეთა-მთიანეთი - 7, სამცხე-ჯავახეთი -
4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 26.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 447,
საიდანაც: 1 624 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,
თბილისის საავადმყოფოებში - 770, აჭარაში - 208, იმერეთში - 289.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 326 პირი, მათ შორის, თბილისში - 140,
აჭარაში - 35, იმერეთში -76. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 68
პირი, მათგან თბილისში - 47, აჭარაში - 2, იმერეთში - 6. 214 ადამიანი
მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 175 - თბილისში, 30 -
აჭარაში. 2 609 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ
ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 263 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 152, ხოლო აჭარაში - 16. სულ 6 ოქტომბრიდან - 29 მარტის
პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია
- 23 879 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 7 922
ადამიანი, მათ შორის თბილისში - 3 502 პირი, აჭარაში - 995, იმერეთში
- 1036.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 298 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 272 899-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 8 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 773 პირი
ემსხვერპლა.