გორში, კომბინატის დასახლებაში 9-წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა.
მოზარდი ველოსიპედით გადაადგილდებოდა.
,,გორმედის'' კლინიკაში აცხადებენ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა
სტაბილურად მძიმეა. დაშავებულ ბავშვს ოპერაცია დასჭირდა, რადგან
აღინიშნება მენჯის და ორივე ბარძახის მოტეხილობა.
შს სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, დაწყებულია გამოძიება 276-ე
მუხლის მეორე ნაწილით.