ხაშურის 1-ელ და მე-7 საბავშვო ბაღებში გათბობის სისტემა დაზიანდა.
მრავალჯერშეკეთების მიუხედავად, მე-7 საბავშვო ბაღში, ტუმბოები ვეღარ
აღადგინეს.
მე-7 ბაღის დირექტორი, ლიანა საბანაძე აღნიშნავს, რომ აუცილებელია
ახალი ტუმბოს მონტაჟი. იგი ადასტურებს, რომ ტუმბო ბევრჯერ
შეაკეთეს.
გათბობის გარეშეა დარჩენილი 1-ელი საბავშვო ბაღიც, მან პრობლემის
შესახებ ინფორმაცია მერიას 29 მარტს მიაწოდა.