2-თვიანი პატიმრობის შემდეგ გუგუტიანთკარელი რამაზ ბეღელური
გაათავისუფლეს. ერგნეთის საგუშაგო ის საქართველოს ხელისუფლების
წარმომადგენლებს გადასცეს.
35 წლის მამაკაცი, რუსეთის სამხედროებმა საკუთარი სოფლიდან 2
თებერვალს წაიყვანეს.
რამაზ ბეღელური მესამედ იყო დაკავებული. როგორც იგი აცხადებს, ჯერ
ერთვიანი, შემდეგ პატიმრობის ვადა გაუხანგრძლივეს და 2 თვე
მიუსაჯეს.
იგი აღნიშნავს, რომ ცხინვალის საპატიმროში ყოფნის პერიოდში,
პრობლემები მისთვის არ შეუქმნიათ. გაიხსენა სხვა პატიმრების
მდგომარეობას, რომლებიც გამყოფ ხაზთან არიან დაკავებული:
,,ვიცი, რომ ზაზა გახელაძემ ოპერაცია გაიკეთა. ის მესამე სართულზე
ყავთ და ხშირად ვერ ვხვდებოდი. ნერვიულობდა ოჯახზე. გენადი ბესტაევს
კი კიდევ ერთი წელი დარჩა საპატიმროში ყოფნის ვადა. სხვა დეტალები არ
ვიცი' - აღნიშნა მან.