დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 529 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 281 შემთხვევა, აჭარა - 45, იმერეთი - 34,
ქვემო ქართლი - 21, შიდა ქართლი - 30, გურია - 23, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 78, კახეთი - 2, მცხეთა-მთიანეთი - 5, სამცხე-ჯავახეთი - 3,
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 035,
საიდანაც: 1 756 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,
თბილისის საავადმყოფოებში - 820, აჭარაში - 241, იმერეთში - 287. ამ
ეტაპზე მძიმე პაციენტია 338 პირი, მათ შორის, თბილისში - 139, აჭარაში
- 37, იმერეთში -79. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 67 პირი,
მათგან თბილისში - 43, აჭარაში - 4, იმერეთში - 4. 232 ადამიანი
მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 155 - თბილისში, 72 -
აჭარაში. 3 047 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ
ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 231 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 109, ხოლო აჭარაში - 10.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 326 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 273 930-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 13 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 798 პირი
ემსხვერპლა.
სულ 6 ოქტომბრიდან - 1 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 942 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 8 710 ადამიანი, მათ შორის
თბილისში - 3 813 პირი, აჭარაში - 1 122, იმერეთში - 928.