გორში ელექტოფიკაციის დასახლებაში პოლიცია და სასწრაფო დახმარების
ბრიგადა გამოიძახეს.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ პატრულის 2 ეკიპაჟი, ასევე, თეთრი
შკოდა, რომლითაც საპატრულო პოლიციის ხელმძღვნელობა სარგებლობს,
სასწრაფოს მანქანა წუხელ დაახლოებით 12-დან 1 საათამდე პერიოდში
გამოჩნდა. თუმცა იმის გამო, რომ გარეთ გასვლა აკრძალულია, ვერ
გაარკვიეს, რა ხდებოდა მათ დასახლებაში.
სასწრაფო დახმარების მანქანამ დასახლება პოლიციის ესკორტის მეშვეობით
დატოვა.
ფაქტის შესახებ შს სამინისტროს პრეს-სამსახური კომენტარს არ აკეთებს.