გორის შს სამმართველოს თანამშრომლებმა ახალგაზრდები, მათ შორის,
არასრულწლოვნები დააჯარიმეს.
შემთხვევა დაახლოებით 22 საათზე, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ
ხიდისთავში მოხდა.
16-წლის მოზარდი აპროტესტებს იმ ფაქტს, რომ პოლიციის თანამშრომლებმა
ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
მოზარდმა 112-ზე დარეკა და უფლებების დაცვა ითხოვა. ის გენინსპექციაში
გადაამისამართეს. 16-წლის მოზარდმა რეაგირება მოითხოვა.
ახალგაზრდამ სამედიცინო დახმარების ბრიგადაც მოითხოვა.